ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაერივნენ თუ არა უკრაინის ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირები აშშ-ის არჩევნებში? 


ნიუ-იორკის პროკურატურა იძიებს საქმეს, რომელიც ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირების ჩარევას გულისხმობს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამოცემა "ნიუ-იოკ თაიმსმა" გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და საქმეში ბრალდებული ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანია. გამოძიების მიხედვით შესაძლოა უკრაინელი ყოფილი და ამჟამინდელი ოფიციალური პირები გარიგებაში სწორედ ჯულიანისთან იმყოფებოდნენ და მისი საშუალებით ავრცელებდნენ, მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შესახებ მცდარ ინფორმაციებს.

გამოძიების ფარგლებში აპრილში დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს მობილური ტელეფონები და კომპიუტერები ჩამოართვეს, გაჩხრიკეს მისი სახლიც. ნიუ-იორკში აღძრული სისხლის სამართლის საქმით იკვეთება, რომ შესაძლოა 3 ნოემბრის არჩევნების დროს გავრცელებული ცნობები, რომ თითქოსდა ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორუფციაშია ჩართული სწორედ უკრაინელი ყოფილი და მოქმედი პირებისგან სხვადასხვა გზებით მათ შორის რუდოლფ ჯულიანის დახმარებით გავრცელდა.

ჯულიანის პარალელურად გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი უკრაინის პარლამენტის წევრი ანდრეი დერკაჩია. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს დერკაჩი სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი. უკრაინელი დეპუტატი სიაში მოხსენიებულია, როგორც "აქტიური რუსი აგენტი წლების განმავლობაში"

დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი საქმესთან ყველანაირ შემხებლობას გამორიცხავს და ბრალდებებს არ იზიარებს. ამჟამად ნიუ-იორკელი გამომძიებლები ჯულიანის უკრაინელ ბიზნესებთან კავშირზე მუშაობს მაშინ, როცა ის დონალდ ტრამპის ადვოკატად მუშაობდა. ჯულიანის მიაჩნია, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG