ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა ნაწილი მესამე პარტიის შექმნას განიხილავს


ათობით რესპუბლიკელი ყოფილი ოფიციალური პირი, რომელთა შეფასებით, მათ პარტიას არ სურს წინ აღუდგეს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მცდელობებს, „დაანგრიოს აშშ-ის დემოკრატია“, მემარჯვენე-ცენტრისტული პარტის შექმნას განიხილავს. ამის შესახებ, მოლაპარაკებებში მონაწილე 4 პირზე დაყრდნობით, ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

ამ იდეის მხარდამჭერმა 120-ზე მეტმა რესპუბლიკელმა, პარასკევს ამ საკითხთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრაც გამართა. მათ იმსჯელეს ე.წ. პრინციპული კონსერვატიზმის პლატფორმის შექმნაზე, რომლისთვისაც უმთავრესი კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა იქნება - იდეები, რომლებიც მათი თქმით, ტრამპმა ფეხქვეშ გათელა.

ჯგუფის გეგმა, სხვადასხვა საარჩევნო რბოლაში წარდგენა იქნება. ისინი ასევე ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ ნებისმიერ მემარჯვენე-ცენტრისტ კანდიდატს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა - იქნება ის რესპუბლიკელი, დამოუკიდებელი, თუ დემოკრატი.

ევან მაკმიულინი ერთ-ერთია მათ შორის, ვონც "როიტერს" ესაუბრა პლატფორმა „ზუმში“ გამართული ამ შეხვედროს შესახებ. სააგენტოს ონლაინ გამართული შეხვედრის შესახებ, მასში მონაწილე კიდევ სამი ადამიანი ესაუბრა, თუმცა ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით.

მესამე პარტიის შესახებ გამართული დისკუსიების თაობაზე, სააგენტო როიტერმა კომენტარი პრეზიდენტ ტრამპის წარმომომადგენელსაც სთხოვა. ჯეისონ მილერი მათ "უიღბლოებს" უწოდებს.

“ამ უიღბლოებმა, რესპუბლიკური პარტია მაშინ დატოვეს, როდესაც ხმა ჯო ბაიდენს მისცეს“- განაცხადა მილერმა.

ცოტა ხნის წინ, პარტიაში არსებული დაპირისპირების შესახებ განცხადება, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რონა მაკდანიელმა გააკეთა.

„თუ ჩვენ განვაგრძობთ ერთმანეთზე თავდასხმას და ყურადღებას თანამოაზრე რესპუბლიკელებზე გავამახვილებთ, თუ ჩვენს პარტიაში უთანხმოება გვაქვს, მაშინ 2022 წლის არჩევნები უნდა დავივწყოთ. გამარჯვების ერთადერთი გზა ერთობაა“ - განაცხადა მაკდანიელმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG