21 ნოემბრიდან უკრაინის მოსახლეობა ქუჩაში პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებამ გამოიყვანა, რომელმაც ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და პოლიტიკურ პაქტზე ხელმოწერა გადაიფიქრა. თითქმის სამი კვირაა დასავლეთი შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური მოგვარების გზას ეძებს. კიევიდან ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს.
უკრაინის ქუჩებში უკვე მესამე კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სამშაბათს კიევში ამერიკელი დიპლომატები და ევროკავშირის წარომადგენლები ჩავიდნენ, რათა მხარეებთან პოლიტიკური მოგვარების საკითხი განეხილათ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ოპოზიციის სამ წამყვან ლიდერს შეხვდა. პარალელურად, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის საგარეო კომისარს ქეთრინ ეშტონსა და პრეზიდენტ ვიქტორ იაუნკოვიჩს შორის. მოგვიანებით ეშტონი საპროტესტო კარავშიც მივიდა.
ორშაბათს ღამით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეფონით დაუკავშირდა და საკითხის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდა.
სამშაბათს პრეზიდენტი იაუნკოვიჩი უკრაინის ყოფილ სამ პრეზიდენტს შეხვდა. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში მას დაძაბულობა არ ეტყობოდა. მან ოპოზიციის მიმართ ორ პატარა დათმობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ის თანახმაა, რომ საპატიმროებიდან უმნიშვნელო დანაშაულზე დაკავებული პირები გაათავისუფლოს, და ასევე გარკვეული მოლაპარაკებების შემდეგ მარტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.
ამ განცხადებებს დემონსტრანტები გულგრილად შეხვდნენ. უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარკებებს პაქტთან ხელმოწერის თაობაზე მთელი ექვსი წელი აწარმოებდა, თუმცა მისი საბოლოოდ გაფორმების პროცესი გასულ თვეს მოულოდნელად შეჩერდა.
სამმა ოპოზიციურმა პარტიის ლიდერმა სამშაბათს, ხელისუფლებასთან დიალოგის გამართვა გააპროტესტა.
მარკიან მარცეკი, 22 წლის არის და კომპიუტერულ კომპანიაში მუშაობს, რომელიც დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს. ის აცხადებს, რომ პოლიციის მიერ ძალადობამ რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში, მას დაანახა რომ უკრაინაში დიქტატორული მმართველობის საშიშროება გაჩნდა.
მარკიან მარცეკი: მათ ძალას გადააჭარბეს. ასეთი რამ არ ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში. მე ვიცი, რომ თუ ახლა ჩემს უფლებებს არ დავიცავ, მთელი ჩემი ცხოვრება ის აზრი შემაწუხებს, რომ შეიძლება დამაკავონ და არასამართლიანი განაჩენი გამოიტანონ. ამიტომ, მე აქ ჩემი უფლებებისთვის, ჩემი მომავლისთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძვი.
ახალი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ცნობილი სამშაბათს გახდა, ევროკავშირთან პაქტის დადებას დასავლეთ უკრაინა დიდი უმრავლესობით, 81%-ით უჭერს მხარს. მთლიანი მასშტაბით, უკრაინელების 46% უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა, ხოლო 36% სურს რომ ქვეყანა ალტერნატიულ, რუსეთის საბაჟო კავშირს შეუერთდეს.
კიევში იანუკოვიჩის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ეს არის ქალაქი, რომელმაც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კანდიდატურას დიდი უმრავლესობით მხარი არ დაუჭირა. გასული კვირების განმავლობაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებამ ბევრ ადამიანს უბიძგა, რომ ქუჩაში გამოსულიყო.
სამშაბათს, შუადღეს, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონიმ საკვებით დატვირთული პატარა ჩემოდანი სახლიდან გამოიტანა და კიევის ცენტრალურ მოედანზე გამაგრებულ დემონსტრანტებს მიუტანა.
მან დღევანდელი მასობრივი გამოსვლები 2004 წლის ნარინჯისფერ რევოლუციას შეადარა.
ჯონი: არამხოლოდ ოპოზიციური დაჯგუფებები არიან გაერთიანებული, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ბოლო წუთს უღალატეს, როდესაც ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება შეიცვალა. აქციაზე ასევე ბევრი ისეთი დემონსტრანტი იმყოფება, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
ამ დროისთვის კიევში მდგარი მომიტინგეების კარვები პოლიციის ალყაშია მოქცეული. ღამით მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა -13 ცელსიუსამდე დავიდეს. უკრაინის პრეზიდენტს ახლა ალბათ მხოლოდ მისი ყველაზე დიდი მოკავშირის, ზამთრის სიცივის იმედი აქვს.