ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევას გამორიცხავს


ნატოში ავღანეთის საკითხზე შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის თემაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს

რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი არ ჩაერევა მეზობელი უკრაინის პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, და დასძენს, რომ სხვა ქვეყნებმაც თავი უნდა შეიკავონ. უკრაინა დემონსტრაციებმა გასული თვის ბოლოდან მოიცვა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, და განაცხადა რომ ქვეყანას რუსეთთან სჭირდება ურთიერთკავშირის გამყარება. ამერიკის ხმის სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი სკოტ სტერნსი ბრიუსელიდან მოგვითხრობს.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრუსელში ავღანეთის საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბნენ, თუმცა დიდი ყურადღება დაუთმეს ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის განიხილეს საკითხიც, თუ რა რეაგირება უნდა მოახდინოს ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თუკი რუსეთი უკრაინაში სამხედრო ძალას გაგზავნის უკრაინული დემონსტრაციების ჩასახშობად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ არ ესმის, საერთოდ რატომ წამოჭრეს საკითხი ამ მოვლენებში რუსეთის ჩართულობის შესახებ. თარჯიმნის დახმარებით ის ნატოს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს გაესაუბრა.

სერგეი ლავროვი: ეს ხელს უწყობს სიტუაციის დამახინჯების ატმოსფეროს შექმნას. ასევე მცდარ გზავნილს აგზავნის, რამაც შეიძლება მდგომარეობის არასწორი შეფასება გამოიწვიოს. ჩვენ ვმოქმედებთ უკრაინის ინტერესების შესაბამისად. ეს მათი საშინაო პრობლემაა.

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთისთვის გაუგებარია უკრაინული ოპოზიციის აგრესია პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ როგორც ხელისუფლების უმაღლესმა პირმა გამოიყენა თავის უფლება, რომელიც მას უფლებას აძლევს მიიღოს გადაწყვეტილება გააფორმოს ან უარი განაცხადოს ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირებაზე.

სერგეი ლავროვი: ის ფაქტი, რომ მათ ხელი არ მოაწერეს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ რუსეთმა დემონსტრაციები ყველა იმ ქვეყანაში დაიწყოს სადაც გარიგება შედგა? იმედი მაქვს რომ უკრაინელი პოლიტიკოსები შეძლებენ მდგომარეობის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებენ სხვა ქვეყნებს რომ ამ საკითხში არ ჩაერიონ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი ანტი სამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ხელს ნუ შეუწყობენ დაძაბულობის ესკალაციას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები თავიანთ პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევის ფაქტის გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

ამერიკული „ჰუმან რაითს ვოჩი“ აცხადებს, რომ ინციდენტის დოკუმენტური მასალა არსებობს, სადაც პოლიცია ძალადობას მიმართავს საპროტესტოდ განწყობილ აქციის მონაწილეებზე, სცემს ადამიანებს, რომლებიც აგრესიულად არ იყვნენ მიმართული, რასაც ხშირ შემთხვევაში თავის ქალა-ტვინის დაზიანებები მოჰყვა.

პრემიერ-მინისტრი აზაროვი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს, თუმცა ვერ შეელევა რუსეთთან ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობას. რუსეთი უკრაინის ყველაზე დიდი საგარეო ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორია, რაც უკრაინას ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაში უშლის ხელს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ნატოს შტაბ-ბინაში სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როგორც ჩანს პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თავის პირადი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკრაინელი ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ჯონ კერი: მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ ვის შეუერთდნენ. ეს პირადი პოზიციიდან თუ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური ვაჭრობის გარეშე უნდა მოხდეს. ისინი უნდა გამოვიდნენ იმ სარგებლიდან, რომელიც მათ მოთხოვნებს და უფლებებს დააკმაყოფილებს.

უკრაინის ოპოზიციამ სამშაბათს ვერ მიაღწია მიზანს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი კენჭისყრის დროს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. ოპოზიციური ძალების მხრიდან საკითხმა მხოლოდ 186 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა დამატებით მაჟორიტარების 40 ხმა იყო საჭირო რომ პარლამენტს მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიეღო.
XS
SM
MD
LG