ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი უკრაინას მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ უკრაინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

ხსენებული შენიშვნები პრეზიდენტმა მედვედევმა გააკეთა დღეს კიევში გამოსვლისას მისი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის მიწურულს, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას რუსეთის ეგიდით შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. როგორც ცნობილია, რუსეთის გარდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ამ გაერთიანებაში შედის სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

ბატონმა მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აგრეთვე მოახსენა, რომ რუსეთი არ აპირებს სევასტოპოლში დისლოცირებული შავი ზღვის ფლოტის გამოყენებას მეზობელ სახელმწიფოებზე თავდასხმის მიზნით.

XS
SM
MD
LG