ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანუკოვიჩმა ევროკავშირის ლიდერებს მიმართა


კიევი ევროკავშირს ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ ვიდრე კიევი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებს, მას ევროკავშირიდან ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.

დღეს სამიტზე პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირის ლიდერებს მიმართა, რომ უკრაინასთან ნებისმიერი შეთანხმება ერთობლივი ეკონომიკურ მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

უკრაინამ უარი განაცხადა ინიციატივაზე ევრიკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმოს, მაშინ როდესაც საქართველომ და მოლდოვამ ამ ხელშეკრულების პარაფირებით ევროკავშირში შესვლის სურვილი გამოხატა.
შეთანხმებები ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში სამიტის ბოლო დღეს გაფორმდა.
სამიტის მონაწილეები ელოდნენ, რომ შეხვედრაზე უკრაინა ევროკავშირთან ისტორიულ ხელშეკრულებას გააფორმებდა, თუმცა გასულ კვირას პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის თავიდან არიდების მიზნით ხელშეკრულების გაფორმება გადადო.
XS
SM
MD
LG