ვაშინგტონი —
შაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დაგმო "მოქმედებები", რომლებიც, მისი სიტყვებით- ძალადობაში გადაიზარდა, კიევში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების დროს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე მომხდარმა ძალადობამ მისი "ღრმა შეშფოთება" გამოიწვია. მან მომხდარშიპოლიცია პირდაპირ არ დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ აქცია უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა ხელკეტებით დაშალა. ხალხმრავალი დემონსტრაციები მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. გავრცელდა ცნობები არაერთი დაშავებულის შესახებ.
პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიზნით პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ გამოძიების ჩატარება ბრძანა.
თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციის თავდასხმა პროვოცირებული არ ყოფილა. დაზიანებები, ძირითადად, თავისა და კიდურების არეში მიყენებული ჭრილობებით იყო განპირობებული.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 25 ადამიანი.
დასავლეთის კრიტიკული რეაქცია
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დემონსტრანტების წინააღმდეგ განორციელებული ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ უკრაინაში "ძალადობას და დაშინებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს."
"საერთაშორისო ამნისტიამ" ძალადობა "ადამიანის უფლებების სამარცხივინო უგულვებელყოფად" შეაფასა და ბრალდებების შესასწავლად დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვა.
ვილნიუსში მიმდინარე სამიტის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ევროპა უკრაინისგან მეტს ელოდა. პრეზიდენტმა კი მიუგო, რომ "ეკონომიკური სიტუაცია უკრაინაში ძალიან რთულია და რომ კიევს დიდი სირთულეები აქვს მოსკოვთან."
კიევში მომხდარი ძალადობა და ხელისუფლების მიერ ძალის გაუმართლებელი და გადამეტებული გამოყენება დაგმეს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების უმაღლესმა კომისარმა ქეთრინ ეშტონმა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ.