ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვილსონი იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს


დეიმონ ვილსონი
დეიმონ ვილსონი

მიმდინარე მოვლენები დაადგენს იმას, თუ როგორ შევა პრეზიდენტი იანუკოვიჩი უკრაინის ისტორიაში

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება ქვეყნის სამომავლო განვითარებისათვის. დეიმონ ვილსონთან ინტერვიუ ამერიკის ხმის უკრაინულმა რედაქციამ ჩაწერა.

ვილსონის თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კომპრომისზე არ წავიდა, შესაძლოა უკრაინა უფრო ავტორიტარული ქვეყანა გახდეს, რაც ქვეყანას ევროპას კიდევ უფრო დააშორებს. კიევის ქუჩებში ხალხის გამოსვლა უკრაინისთვის ევროპასთან დასაახლოვებლად მიცემული მეორე შანსია. ვილსონის თქმით, საუკეთესო გამოსავალი გარდამავალი მთავრობის შექმნაა, რომელიც ისეთი ტექნოკრატებით იქნება დამომპლექტებული, რომლებსაც მოსახლეობა პატივს სცემს. ამ მთავრობამ არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც უნდა აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო რეფორმის განხორცილება, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა ექნება კიევის ბრიუსელთან დაახლოებაში.

ვილსონის აზრით, უკრაინაში გარდამავალი მთარობის შექმნის კიდევ ერთი დანიშნულება ნაადრევი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვა უნდა იყოს. ეს ნაბიჯი მოსახლეობის მხრიდან უკრაინის ლიდერის ლეგიტიმურობას და მის მიმართ ნდობას დაადასტურებს.

შეკითხვაზე, თუ რა როლის შესრულება შეეძლებათ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდს და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლეს კომისარ კეტრინ ეშტონს ასეთი დროებითი მთარობის შექმნაში ვილსონმა აღნიშნა, რომ მათ კრიტიკული როლი აქვთ.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ პრეზიდენტ იანუკოვიჩს პირადად დაურეკა იმას ნიშნავს, რომ ვიქტორია ნულანდს თეთრი სახლის სრული მხარდაჭერა აქვს. შეიძლება მას იგივე სტატუსი არ აქვს, რაც კეტრინ ეშტონს, მაგრამ მის უკან თეთრი სახლი დგას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ყოფილი პრეზიდენტების ყურადღებასაც იქცევს და ევროპელები და ამერიკელები ერთხმად ცდილობენ პრეზიდენტ იანუკოვჩს ერთიანი გზავნილი გადასცენ. ზოგიერთი ამ გზავნილის შინაარსი ძალიან მკაცრიცაა და იანუკოვიჩისთვის იმის დანახვებას ცდილობს, თუ რას დაკარგავს უკარინა თუ პრეზიდენტი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

ვილსონის აზრით, მიმდინარე მოვლენები იანუკოვიჩისთვის გადამწყვეტია. ეს მოვლენები დაადგენს იმას, თუ როგორ შევა ის ისტორიაში - როგორც ლიდერი, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი დათმო და ევროპას დაშორდა თუ პირიქით, ლიდერი, რომელიც კომპრომისზე წავიდა ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის გარანტირებისთვის. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იანუკოვიჩის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისტორიაში მისი ადგილის დასადგენად.

ვილსონის აზრით, დასავლეთს შეუძლია იანუკოვიჩის წინააღმდეგ გაკრვეული ეკონომიკური სანქციების დაწესება იმ შემთხვევაში, თუ ის არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ სანქციებში შეიძლება შევიდეს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური პირებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა, ასევე შეუძლია კონგრესსაც მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილება, როგორიც მაგალითად მაგნიცკის აქტია.
XS
SM
MD
LG