ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკოს დაპატიმრებიდან 2 წელი გავიდა


კიევის სასამართლოს წინ ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა

დღეს კიევის სასამართლოს წინ უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებმა დემონსტრაცია გამართეს. ისინი ყოფილი პრემიერ მინისტრისა და 2004 წლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვდნენ. დღეს ტიმოშენკოს დაპატიმრებიდან 2 წელი გავიდა.

დემონსტრაციის მონაწილე აქტივისტებს ბანერები ეჭირათ, რომლითაც ყოფილი პრემიერ მინისტრის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ტიმოშენკოს 2011 წლის 5 აგვისტოს სასამართლომ თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის ხელშეკრულების დადების დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაედო.
XS
SM
MD
LG