ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზივი: ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან


ბიძინა ივანიშვილი, 5 აგვისტო, 2013
VOA PHOTO/VERA UNDRITZ
ბიძინა ივანიშვილი, 5 აგვისტო, 2013 VOA PHOTO/VERA UNDRITZ
ამერიკის ხმის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს ბრუკმა ურეკის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ მინისტრს ინტერვიუ ჩამოართვა. ქართველმა ლიდერმა არსებული გამოწვევები მიმოიხილა.

ბიძინა ივანიშვილი: მე ვფიქრობ, რომ [რუსეთთან ურთიერთობაში] რაც შეიძლებოდა ამ მოკლე დროში მივაღწიეთ, და აღვადგინეთ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაღრმავება და გაფართოება შეიძლება.

ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რეალისტურად რაც შეიძლება მოყვეს იქნება მუდმივი ავია რეისების აღდგენა და შესაძლოა, გამარტივდეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი ან საერთოდ გაუქმდეს ის.

რაც შეეხება შორეულ პერსპექტივას, ის, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით, და რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ჩემი აზრით, დასჭირდება უფრო მეტი დრო, რათა დავალაგოთ და აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობები, რაც ჩვენ გვქონდა რუსებთან. ამას დასჭირდება დრო, ხანგრძლივი დრო, თუმცა ეს დროში განვითარდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ და დავალაგებთ ურთიერთობებს.

თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა რაც მისასალმებელია. ქართველ ხალხს უყვარს რუსი ხალხი და რუს ხალხს უყვარს ქართველები. არსებობს დიდი სურვივლი და ნოსტალგია და შემთხვევითი არ არის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარა.


კითხვაზე, თუ როდის შედგება მისი და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ძალიან შორი პერსპექტივა არ არის, თუმცა არც ძალიან ახლო [შესაძლებლობა]. მისი თქმით, ახლა შეხვედრისთვის საფუძველი არ არსებობს, და რომ ამას სჭირდება "უფრო მეტი პოზიტივი, უფრო მეტი გათელვა ორმხრივი ურთიერთობების. ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს."

ივანიშვილმა დასძინა, რომ ის, თუ რაც ხდება რუსეთის ე.წ. საზღვრებთან- აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, ძირითადად დაკავშირებულია ოლიმპიადასთან. მისი თქმით, ახლა ნერვიულობა იგრძნობა რუსეთის მხარეს და მას დიდი იმედი აქვს, რომ ოლიმპიადის შემდეგ გაიოლდება და უფრო პოზიტიური, კონსტრუქციული გახდება ორმხრივი ურთიერთობა.

ჟურნალისტის კითხვაზე-გამოიყენება თუ არა აფხაზეთი, როგორ ბუფერი რუსეთთან ურთიერთობაში, ივანიშვილმა მიუგო, რომ აფხაზეთი, "თუ მართლაც ბუფერად აღიქმება, მაშინ ეს ილუზია უნდა დაიმსხვრეს, რადგან ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში არ გვჭირდება არანაირი ბუფერი. რაც შეეხება აფხაზეთს, ერთადერთი გზა არის მეგობრული, ძმური, არც ერთ შემთხვევაში საუბრის დონეზეც კი ძალა არ უნდა იყოს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, და გავუჩინოთ მათ ჩვენთან თანაცხოვრების ინტერესი."-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG