ორი კითხვა მექნება, ვიდრე ვიზიტის მთავარ თემაზე გადავალთ. ჯერ ერთი, როგორც ეკონომისტი, ვიცი რომ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ხართ, მაინტერესებს, რა აზრის ხართ ეკონომიკურ სიტუაციაზე საქართველოში. კერძოდ, ზრდა, როგორც ვიცით მაისის თვეში ნულ პროცენტზე დავარდა. რას იტყვით ამის შესახებ?
ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობა არის პრაქტიკულად დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო და ბოლო წლებშია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს შეიძლება ნაკლები იყოს, 6-ის მაგივრად 4-ის ფარგლებში. რეალობაში ეს მოსახლეობის დიდ ნაწილს პირდაპირი მნიშვნელობით, გაუარესებას არ უჩვენებს. თუმცა, გაუმჯობესების მიმართულებით უკვე ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, პირველი ივლისიდან ამოქმედებული მინიმუმი ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამა.
ახალი მთავრობა 9 თვეა, 10 იქნება მალე, რაც არის ხელისუფლებაში. ეკონომიკა არ არის ის დარგი, რომ უცბად ამინდი შეიცვალოს. ეკონომიკას სჭირდება ცოტა ხანგრძლივი დრო, რომ ის მდგომარეობა გამოასწორო, რასაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ კანონმდებლობის ცვლილებით, იგივე ინვესტორებთან შეხვედრებით. თქვენ იცით, ბატონი ბიძინა ხვდება სერიოზულ, დიდ კომპანიებს. იგივე დავოსში შეხვდა, იმის მერე მიმდინარეობს ასეთი შეხვედრები პერმანენტულად. ახლა საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, რაც ასევე შემაფერხებელი ფაქტორია უცხოელებისთვის. ჩვენი რეალური აღორძინება, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯები, უნდა გამოჩნდეს მომავალი წლიდან იგივე ინვესტიციების მოდინებით. ინვესტიციების მოდინება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს - უცხოელებზე. გარდა ამისა, გვექნება ფონდები. შეიქმნა სოფლის მეურნეობის ფონდი. ჩვენ ვიცით, რომ ის დიდი ფონდი, უკვე განაცხადია ფაქტიურად გაკეთებული, მინიმუმ 5-მილიარდიანი იქნება. ეს უკვე დიდ პროექტებზეა გათვლილი, ეს იქნება ენერგეტიკა, ტურიზმი... უფრო მასშტაბური, 30, 50, 100 მილიონიანი პროექტებია, რომლებიც რეალურად იქნება მომავალში საფუძველი დასაქმების.
პარლამენტში თქვენ ხელმძღვანელობთ საქართველო-ამერიკის პარლამენტებს შორის მეგობრობის ჯგუფს. რა საქმიანობას ეწევა ეს ჯგუფი და ვინ არიან მისი წევრები?
საქართველოს პარლამენტში რამდენიმე თვეა, და ეს ყველა პარლამენტში არის ხოლმე, იქმნება მეგობრობის ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ შემთხვევაში პირველი ასეთი ჩამოსვლაა. რამდენიმე ადამიანი ვართ წამოსული ამ ჯგუფიდან: ქალბატონი თინა ხიდაშელი, თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და მე. ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ამერიკის კონგრესში არის ასეთივე მეგობრობის ჯგუფი. ჩვენ ბევრ მათგანს ვიცნობთ, ვხვდებით. და ეს ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე ნამდვილად კიდევ უფრო გაძლიერდება, ამის იმედს ნამდვილად მოგცემთ.
გადავიდეთ თვითონ ვიზიტზე. რა იყო ამ ვიზიტის მიზანი? საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოვიდა, როგორც პარლამენტის წევრების, ასევე მთავრობის.
ჩვენ პირველ რიგში გვინდოდა, რომ პარტნიორები ჩაგვეყენებინა საქმის კურსში თუ რა ხდება ამ 8-9 თვის განმავლობაში, რაც ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“. რა გაკეთდა, რა პრობლემებია, რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში?
თვითონ რას გეკითხებოდნენ ამ შეხვედრებზე კანონმდებლები, ან მთავრობის წევრები? რა აინტერესებდათ?
თვითონ აინტერესებდათ ვთქვათ, პრობლემატურობა, აინტერესებდათ იურიდიული საკითხები, როგორ მიმდინარეობს სასამართლო რეფორმები. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მოსამართლეებს თვითონ ირჩევენ. თუმცა, სასამართლო პროცესები რომ იმართება, ვანო მერაბიშვილს ეხება ეს, ახალაიას თუ სხვებს, რეალურად ამას აკეთებს ის პროკურატურა, რომელიც ძირითადად იყო მანამდე.
ამ თემაზე გეკითხებოდნენ? ახსენებდნენ ტერმინს პოლიტიკური დევნა?
არა, არანაირ პოლიტიკურ დევნაზე, ასეთი ტერმინი არავის არ უთქვია. მართალი გითხრათ, არც ვანო მერაბიშვილი უხსენებია არავის და რაც არ უნდა საინტერესო იყოს, სააკაშვილიც არავის არ უხსენებია. ყველა ხვდება, რომ სააკაშვილის დრო დამთავრდა, ყველა უკვე სხვა რამეებზე ლაპარაკობს აქ. არავინ აღარ გვეკითხება, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ მან უკვე ამოწურა თავისი ვადა. ახლა ლაპარაკია მომავალზე, მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატზე. არჩევნები იქნება კონკურენტული, და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩავატაროთ კარგად.
ხომ არ ყოფილა საუბარი თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე?
აქტზე? ნაწილობრივ იყო ამაზეც საუბარი. იმიტომ რომ ამ აქტშიც არის მთელი რიგი ისეთი ჩანაწერები, რომელიც არ არის სწორი, ზუსტი არ არის. როცა იქ ლაპარაკია, რომ 100 მაღალი პროფილის ოფიციალურ პირს წაყენებული აქვს სხვადასხვა სახის ბრალდება. აქ არის გენერალური პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ ასეთი მაღალი რანგის ჯერ რამდენიმეა და საშუალო რანგისაც დაახლოებით ჯამში ასე გამოდის, შეიძლება 20-30. ვიღაც არასწორ ინფორმაციას აწვდის და ეხლა თქვენ და ამ ინტერვიუს მსმენელი მიხვდეს, ვინ ეუბნება და როგორ შეჰყავს შეცდომაში გარკვეული ადამიანები აქ, ვაშინგტონში. უბრალოდ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სანამ ასე ჩაიწერებოდა, სასურველი იყო ეკითხათ. თუმცა ძალიან სწრაფად მოხდა, როგორც თქვენც ამბობთ, მართლაც ესე იყო: უცბად რაღაც ჩანაწერი გაჩნდა, რომელიც გაირკვა ეხლა, ჩვენი შეხვედრების მერე. ამას კიდევ დრო აქვს, სამი-ოთხი თვის ვადაში სენატმა უნდა იმსჯელოს და კიდევ ბევრი რამ გაირკვევა. როგორც ჩანს, ეს იქნება ოქტომბრის ბოლო, ნოემბერი არის უფრო სავარაუდო ვადა.
ფაქტია, რომ საკმაოდ ფართო წრე ყავს საქართველოს ამერიკის კონგრესში მეგობრების, რომლებიც მართლაც მზად არიან ობიექტურად და გულით მხარი დაუჭირონ ბევრ სიკეთეს საქართველოსათვის და ესმით ის პრობლემები, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით. იყო ბევრი შეკითხვა დასმული საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, რომ ეს მათთვის მიუღებელია და ეს საკითხებიც ფართოდ იყო ასევე განხილული.
და საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არავინ არ საუბრობს, დღეს უკვე მოკვდა ის საკითხი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რაღაც პრორუსული ძალა. ამაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ამაზე კი არა, პირიქით, ლაპარაკია, რომ ჩვენ შევძელით ბევრი რამ, რაც მათ ვერ გააკეთეს, იგივე შრომის კოდექსთან დაკავშირებით, იგივე ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მთელი რიგი პრობლემების, ჩვენ, ახალმა ხელისუფლებამ, ბევრად სწრაფად გადავწყვიტეთ, ვიდრე ისინი წელავდნენ წლობით.
ზოგადად შეიძლება ეს ვიზიტი ნაყოფიერად და წარმატებულად ჩაითვალოს?
ეს ვიზიტი უკვე არის ნაყოფიერი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს, ვინც ჩვენი მეგობრები არიან და ვინც ახლადგაცნობილები იყვნენ, სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდა. ამისთვისაა საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, რომელიც პერმანენტულად მომავალში მიაწვდის და ვართ ჩვენ, პარლამენტართა მეგობრობის ჯგუფის წევრები, ვინც პირდაპირ კონტაქტზე ვიქნებით, რომ პრაქტიკულად ყოველდღიური ინფორმაცია მივაწვდინოთ მოვლენებზე. აზრთა გაცვლა, მათი ჩამოსვლაც იქნება, კვლავ ჩვენი ჩასვლა, რომ მათ, ჩვენ ნამდვილ მეგობრებს, მხარდამჭერებს, ნამდვილად ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში. თუ რაიმე სასაყვედუროა, ეს პრაქტიკულად არ იყო, მაგრამ ამისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. კარგი მეგობრისგან უნდა მოისმინო და გამოასწორო. ზოგჯერ ოჯახშიც ხდება ასეთი რამ და სხვანაირად, უპრობლემოდ არ არსებობს. პრობლემა იმდენია ჩვენს ქვეყანაში... და იმიტომაც აგვირჩია ხალხმა, ეს ოთხი წელი, რაც მანდატი მისცა პარლამენტს 2016 წლამდე, რომ ის დაპირებები ჩვენ რეალურად შევასრულოთ.