ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და რომნი მესამე დებატისთვის ემზადებიან


პრეზიდენტი ობამა ლიდერობას მცირედი უპირატესობით მაინც ინარჩუნებს

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, მიტ რომნი გადამწყვეტი დებატებისთვის ემზადებიან.

უკანასკნელი ტელე-დებატები ხვალ საღამოს ფლორიდის შტატში მდებარე ლინის უნივერსიტეტში გაიმართება. საგარეო პოლიტიკის თემისადმი მიძღვნილ შეხვედრას ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ წამყვანი, ბობ შიფერი გაუძღვება და ის ყველა მთავარი საინფორმაციო არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. დებატები ექვს 15-წუთიან სეგმენტად იქნება დაყოფილი. თემას და შეკითხვებს მისი წამყვანი წყვეტს და მათი შინაარსი მონაწილეთათვის ბოლომდე უცნობი რჩება.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტელე-დებატების დაწყების შემდეგ რესპუბლიკელი კანდიდატი, მიტ რომნი რეიტინგებში თანდათან ძლიერდება, თუმცა პრეზიდენტი ობამა ლიდერობას მცირედი უპირატესობით მაინც ინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG