ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამტკიცებს, რომ კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი დაიკავა


ხარკივის რეგიონი, უკრაინა, 3 იანვარი, 2025 წელი.
ხარკივის რეგიონი, უკრაინა, 3 იანვარი, 2025 წელი.

რუსეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. თავდაცვის სამინისტროს თქმით, მისმა ძალებმა კონტროლი დაამყარა ქალაქ კურახოვიზე, პოკროვსკიდან 32 კმ-ით სამხრეთით. პოკროვსკი უკრაინელთათვის ერთ-ერთ ლოგისტიკურ ჰაბად მიიჩნევა, რომლისკენაც რუსეთის ჯარი უკვე თვეებია ცდილობს დაწინაურებას და წინ მიიწევს. უკრაინას კურახოვიზე კონტროლის დაკარგვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვს ბოლო 5 თვის განმავლობაში რუსეთის კურსკის რეგიონში დიდი დანაკარგები აქვს და დაახლოებით 15 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული. პრეზიდენტს კურახოვის საკითხი არ უხსენებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ კურახოვი მის ძალებს დონეცკის რეგიონში წინსვლის დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს. ის ასევე ამტკიცებს, რომ პოკროვსკიდან 8 კმ-ის დაშორებით ერთ-ერთი სოფელი დაიკავა.

უკრაინის ჯარის გენერალური შტაბი ორშაბათს ღამით აცხადებდა, რომ რუსეთმა კურახოვში უკრაინის პოზიციების ირგვლივ 25-ზე მეტი იერიში მიიტანა, თუმცა კონტროლის დაკარგვის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ზოგიერთი ბლოგერი წერდა, რომ კურახოვი თითქმის დაკარგულია, უკრაინული მონიტორინგის ჯგუფი "DeepState" კი რომელიც ფრონტის სიახლეებს აკვირდება, ღია წყაროებზე დაყრდნობით აჩვენებდა, რომ კურახოვის უდიდესი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.

უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში კურსკის რეგიონში ტერიტორიის დაკავება იყო. რუსეთის ძალები უკრაინის აღმოსავლეთში კი ბოლო დროს წინ მიიწევს.

XS
SM
MD
LG