ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი მზადაა უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს


ოდესა, უკრაინა, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება.
ოდესა, უკრაინა, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება.

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრი პაულინა ჰენინგ-კლოსკა ამბობს, რომ ქვეყანა მზადაა უკრაინას ელექტროენერგია მიაწოდოს. მინისტრმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სლოვაკეთი კიევს ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტით დაემუქრა.

"პოლონეთი შეძლებს, რომ უკრაინას მეტი ელექტროენერგია მიჰყიდოს, მაგრამ თუკი უკრაინა ამას გვთხოვს", - უთხრა მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელ - TVP Info-ს.

"ჩვენი ოპერატორი მზადაა, ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ენდომება თუ არა უკრაინას, თუ დასჭირდება მისი გამოყენება. ფიცოს ქცევა ევროპის საწინააღმდეგოა", - დასძინა მან.

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი პარტია განიხილავეს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებას და გაზის ტრანზიტის აღდგენას, ან დანაკარგის კომპენსაციას. მისი თქმით, სლოვაკეთი ზარალდება იმით, რომ რუსული გაზი უკრაინის გავლით სხვა ევროპულ ქვეყნებს აღარ მიეწოდება.

XS
SM
MD
LG