შეერთებული შტატებში შესვლის მსურველმა ნებისმიერმა ადამიანმა კორონავირუსის უარყოფითი ტესტი უნდა წარმოადგინოს.
ახალი წესების თანახმად, რომლებიც ძალაში 26 იანვარს შევა, იმისთვის, რომ ადამიანს ამერიკაში შემოსვლის უფლება მიეცეს, მან შეერთებულ შტატებში გამოფრენამდე მინიმუმ სამი დღით ადრე გაკეთებული კოვიდ-19-ის უარყოფითი ტესტი უნდა იქონიოს. ამ მგზავრთა სიაში ამერიკის მოქალაქეებიც შედიან.
მსგავსი მოთხოვნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, თავდაპირველად, დიდი ბრიტანეთის მიმართ დააწესა, მას შემდეგ რაც კოდივ-19-ის უფრო გადამდები ვარიანტი დაფიქსირდა. თუმცა, უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ბრძანება დრამატულად ფართოვდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასევე განიხილავს ტესტირების მოთხოვნის იმ ქვეყნებისთვის გაუქმებას, რომელთაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ, მათ შორის, კარიბის ზღვის აუზის ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში.
აღნიშნულ წესს 2 წლის ასაკზე მაღლა ყველა მგზავრი უნდა დაემორჩილოს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამერიკის აეროპორტებში მხოლოდ ტრანზიტულ ზონაში იქნებიან სხვა ქვეყანაში გასაფრენად.
მსგავსი ნაბიჯი გადადგა, მსოფლიოს ბევრმა სხვა ქვეყანამ. მათ შორის, ეს წესი 7 იანვრიდან მოქმედებს კანადაშიც.
შეზღუდვის დაწესებას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავდა. მას თეთრი სახლის წარმომადგენლები მხარს არ უჭერდნენ. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები, აღნიშნული წინადადების განხილვის შესაძლებლობას მხოლოდ ინაუგურაციის შემდეგ ელოდნენ.
თუმცა ორშაბათს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, დამსწრეთა ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორმა, რობერტ რედფილდმა, კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი. მისი არგუმენტი ის იყო, რომ შესაძლოა ვაქცინა, კოვიდ-19-ის ყველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური არ იყოს.
ამერიკულმა ავიაკომპანიებმა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, აღნიშნულ გადაწვეტილებას მხარი დაუჭირეს. ავიახაზებს ასევე სურდათ, მგზავრებზე, რომლებიც ევროპიდან და ბრაზილიიდან მოგზაურობენ, შეზღუდვების გაუქმება, თუმცა თეთრმა სახლმა ამ ნაწილს მხარი არ დაუჭირა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ არსებული შეზღუდვები “აქტიურად უნდა გადაიხედოს”. ცენტრმა განიხილა ასევე მსგავსი შეზღუდვის ამერიკის შიდა ფრენებზე შემოღებაც, მაგრამ ამ დროისთვის ახალი ბრძანება, მხოლოდ საერთაშორისო ფრენებს შეეხება.
Facebook Forum