ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოვიდ-19-ის ახალი ვარიაცია დაფიქსირდა


რუსეთმა კოვიდ-19-ის ახალი ვარიაციის პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ვირუსის ახალი შტამი, ოფიციალური ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში ჩასულ პირს დაუდასტურდა.

კოვიდ-19-ის ახალი ვარიაცია, არსებული ინფორმაციით, პირველად ინგლისში სექტემბერში დაფიქსირდა. ვარიაცია უკვე ათობით ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც.

რუსეთმა დეკემბერში, დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა, მას შემდეგ რაც მსგავსი გადაწვეტილება სხვა ქვეყნებმა მიიღეს. რუსეთს მსოფლიოში, კოვიდ-19-ით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 10 იანვრის მონაცემებით ქვეყანაში 3.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 61,000 ადამიანი.

რუსეთმა, მის მიერ შექმნილი "სპუტნიკ-V" ვაქცინით, მოსახლეობის აცრა დაიწყო. თუმცა, დასავლეთში არსებობს კითხვები ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს თქმით, გასულ კვირას 800,000 ადამიანი აიცრა და 1.5 მილიონი ვაქცინის დისტრიბუცია მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG