გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, შოტლანდიის მსგავსად, დღეს ქვეყანაში მკაცრი საკარანტინე ზომები შემოიღო. ინგლისში სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები დახურულია. სადაც შესაძლებელია, სწავლა და მუშაობა ონლაინ გადავიდა.
ბრიტანეთის მთავრობა შიშობს, რომ ახალი შტამის ვირუსის გავრცელებას ვაქცინაციის დაწყებული პროცესი ვეღარ მოუსწრებს და საავადმყოფოები ისევ გადაივსება. ინფიცირებულთა რაოდენობა ინგლისში კვლავ იზრდება. მთავრობა ბრიტანელებს მოუწოდებს, შინ დარჩნენ და სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებებისთვის გავიდნენ, როგორიცაა კრიტიკული მნიშვნელობის სამსახურები, საკვების, ან მედიკამენტების შეძენა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის გართულებით 75 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ორშაბათს, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა, 58 784 ახლად ინფიცირებული დაფიქსირდა.
Facebook Forum