ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა შესაძლოა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნდეს


ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნდეს. ინიციატივა საბჭოში შესვლის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააჟღერა. ბლინკენმა საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ამერიკის სურვილია კვლავ დაიკავოს საპატიო ადგილი საბჭოში.

"ჩვენ თავმდაბლურად ვთხოვთ გაერთიანებული ერების ყველა წევრს მხარდაჭერისკენ რათა დავიბრუნოთ ადგილი საბჭოში,"- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

საბჭოში წევრების რაოდენობა ყოველ სამ წელში იცვლება. ენტონი ბლინკენის თქმით ამერიკა შეეცდება 2022-2024 წლებში საბჭოში საპატიო ადგილი დაიკავოს. საბჭო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დატოვა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG