„მისი დაპატიმრება გასაჩივრებამდე, მით უფრო ძალის გამოყენება აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარად უგულვებელყოფს კანონის უზენაესობას და სასამართალო სისტემის მთლიანობას და მიანიშნებს, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია“ - ამის შესახებ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით, „საერთაშორისო ამნისტიის“ დირექტორი აცხადებს.
„ნიკა მელია და სხვა მინიმუმ 20 ადამიანი, ქაოტური მოვლენების დროს დააკავეს. პოლიციამ მისი დაკავების მიზნით, გავრცელებული ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზი, ან წიწაკის სპრეი გამოიყენა. გასულ კვირას, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მისი დაპატიმრება გასაჩივრების განხილვამდე, მით უფრო ძალის გამოყენებით, აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარად უგულვებელყოფს კანონის უზენაესობას და სასამართალო სისტემის მთლიანობას და მიანიშნებს, რომ დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია“ - აცხადებს დენის კრივოშეევი.
„საქართველოს პოლიციამ შტურმი განახორციელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისზე. დააკავა პარტიის ლიდერი, ნიკა მელია და ათობით ადამიანი. გავრცელებული ცნობებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც სავარაუდოდ ოფისში პოლიციელთა შესვლის დაბლოკვას ცდილობდნენ, პოლიცია ხელკეტებსა და ქიმიურ გამაღიზიანებლებს იყენებდა“ - ნათქვამია „საერთაშორისსო ამნისტიის“ ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook Forum