ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით


სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ღრმად შეშფოთებულია“ ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის მისჯით.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა გასულ კვირას დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება და მოუწოდა საქართველოს მთავრობას „ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად მოიქცეს“.

“დავიწყებთ საქართველოთი, შეერთებული შტატები ძალზედ შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციის წევრების დაკავებით საქართველოში“, - ასე გახსნა ნედ პრაისმა ბრიფინგი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გეგმავდა თუ არა საკუთარი განცხადების გავრცობას, პრაისმა თქვა, რომ საქართველომ უნდა, „უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან“.

„შეშფოთებულნი ვართ პოლიტიკური მოვლენებით საქართველოში. ჩვენ კიდევ ერთხელ ყველა მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რაც სიტუაციის ესკალაციას ან ძალადობას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, გააძლიეროს დემოკრატიის პრინციპისა და კანონის უზენაესობისადმი თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, - განაცხადა სახელმქწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

განცხადებებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურენ ევროპარლამენტარები, ასევე კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი და სხვა ბევრი დიპლომატი თუ ანალიტიკოსი.

გამოხმაურებები მოჰყვა 23 თებერვალს გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრას, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. სპეცრაზზმა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დააკავა. მელია ამ დროისთვის რუსთავის 12-ე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია პოლიტიკური პარტიის ცენტრალური შენობის ინვენტარი. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, ამოღებულია დოკუმენტაცია, სერვერი და კომპიუტერული მოწყობილობები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG