ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში რეკორდულად ცივი ამინდი გრძელდება


არქტიკული ჰაერის დიდი მასის გადაადგილების გამო ამერიკაში რეკორდულად ცივი ამინდი ფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა ოთხშაბათის ამინდი აშშ-ის ისტორიაში დღემდე ყველაზე ცივ ამინდად შევიდეს.

ილინოისის, მიჩიგანის და ვისკონსინის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა.

ცივი ზამთრები ჩიკაგოსთვის ჩვეული ამბავია, მაგრამ სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ქალაქი რეკორდულად დაბალ ტემპერატურას უნდა ელოდეს.

ქალაქი აცხადებს, რომ უსაფრთხო ან თბილი ადგილის საჭიროების მქონე არცერთი ადამიანი გარეთ არ დარჩება. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც თავშესაფარში ან გათბობის ცენტრში გადაყვანა დასჭირდება, შეუძლია დარეკოს 311 ნომერზე და მას დაეხმარებიან.

სამშაბათს, მინესოტის შტატის ზოგიერთ ნაწილში, ქარის ფაქტორის გათვალისწინებით, ტემპერატურამ ცელსიუსით -52 გრადუსს მიაღწია. დღემდე, სიცივესთან დაკავშირებული გარდაცვალების ოთხი შემთხვევა აღირიცხა.

ცივი ჰაერის მასა შუა დასავლეთიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე გადავა და სამხრეთში, ფლორიდის ზოგიერთ ნაწილზეც გავრცელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG