ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ათასობით სკოლა დაიკეტა


ცივმა ამინდმა სამხრეთის შტატებამდე მიაღწია

ქვეყნის ცენტრალური რაიონების გაყინვის შემდეგ აღმოსავლეთისკენ დაძრულმა ძლიერი ყინვის ფრონტმა, სამშაბათს შეერთებული შტატების აღმოსავლეთ და სამხრეთ შტატებში ათასობით სკოლის დაკეტვა გამოიწვია.

ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ფილადელფიაში და ბოსტონში ტემპერატურა მინუს 10 გრადუსზე ბევრად ქვემოთ დაეცა. ქარის ფაქტორის გათვალისწინებით კი, ბევრად უფრო მკაცრი სიცივე იქნება.

ცივმა ამინდმა ე.წ. ღრმა სამხრეთამდეც მიაღწია, სადაც შედის ფლორიდა და სამხრეთ ტეხასი. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაიონები ზამთრის ცივ პერიოდში ზოგადად ზომიერი ტემპერატურით გამოირჩევიან.
XS
SM
MD
LG