შეერთებული შტატების დიდ ნაწილში მოსახლეობას ზამთრის ექსტრემალურ ამინდთან უწევს თავის გართმევა, რომლის მსგავსიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა.
ამერიკის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ პოლარული ცივი ჰაერის მასების გადაადგილებას ძლიერი ქარები და ჰაერის უკიდურესად ცივი ტემპერატურა მოაქვს ჩრდილოეთ დაკოტადან დაწყებული ნიუ იორკით დამთავრებული. ექსტრემალური სიცივე სამხრეთის შტატებზეც ვრცელდება და ყინვა ისეთ შტატებშია მოსალოდნელი, მაგალითად ალაბამასა და ლუიზიანაში, სადაც ჩვეულრებრივ ტემპერატურა ნულს ქვემოთ არ ჩადის.
ინდიანაპოლიტისის მერი გრეგ ბოლარდი ამბობს, რომ ექსტრემალური ამინდი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის:
„მსგავსი მეტეოროლოგიური პირობები ათწლეულების მანძილზე არ გვქონია. ამიტომ, მინდა გააცნობიეროთ თუ რამდენად სერიოზულია ეს ვითარება. ეს ამინდი პოტენციურად მომაკვდინებელია.“