ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოვა თუ არა სოჭში თოვლი?


სოჭის ოლიმპიადის ჩატარებამდე ერთი წლით ადრე იმაზე საუბრობენ, რომ ოლიმპიადაზე საკმარისი თოვლი არ იქნება

უწოდეთ ამას თუ გინდა კლიმატის ცვლილება, გინდა იდიოტური ამინდი. სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე ერთი წლით ადრე რუსები ნერვიულობენ როცა მთებში წვიმს, რადგან იქ 2014 წლის თებერვალისთვის ზამთრის სათხილამურო შეჯიბრებები უნდა ჩატარდეს.

მომავალი წლისთვის რუსეთმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად სუბტროპიკული სოჭი შეარჩია, რომელიც რუსეთი სამხრეთულ ქალაქად ითვლება.

ექვსი წლის შემდეგ ჰოკეის და ფიგურული სრიალის შეჯიბრებებისთვის ყველაფერი არის როგორც რუსები იტყვიან „პად კანტროლ“, ანუ კონტროლის ქვეშ.

შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც თბილი მიწაა და პალმები ხარობს, ყინულის მოედნები და ყინულის ტექნოლოგია მხოლოდ დახურულ სივრცეშია გარანტირებული.

თუმცა ორმოცდარვა კილომეტრით მაღლა კავკასიის მთებისკენ, თოვლი შეიძლება არასტაბილურად იყოს, იქ ყოველთვის უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე სოჭში.

სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე ზუსტად ერთი წლით ადრე 7 თებერვალს წვიმა წამოვიდა, ტემპერატურა 19 ცელსიუსამდე ავიდა, რის გამოც თხილამურებით სრიალი და სნოუბორდი ჩაიშალა.

„როზა ხუტორის“ კურორტზე სათხილამურო ტრასა ატალახდა, თოვლმა ფერი დაკარგა.

ქსენია ეს ესაა მთიდან დაეშვა.

ძალიან თბილა, თხუთმეტი გრადუსია. რამდენიმე დღის წინ ოცდასამი გრადუსი იყო. ორი დღის წინ როგორც გუშინ და დღეს წვიმდა, და თოვლი სულ გაქრა.

სტანისლავ ლოპანი რომელიც სათხილამურო სპორტის ტრენერია სანტ პეტერბურგიდან არის, რუსეთის ჩრდილოეთიდან.

სტანისლავ ლოპანი: ხელისუფლებამ გარისკა, როდესაც სუბტროპიკულ ზონაში გადაწყვიტა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება. თუმცა მან დაამატა რომ, ისინი მოემზადებიან და შესაძლოა თოვლი ვერტმფრენებიდანაც ჩამოყარონ.

გარანტირებული თოვლისთვის სოჭის ორგანიზატორებმა ოთხას ორმოცდაოთხი თოვლის დამამზადებელი აპარატურა დაამონტაჟეს. მსგავსი ხელოვნური თოვლის აპარატურა გამოიყენეს ვანკუვერში 2010 წლის ოლიმპიადაზე სნოუბორდის და სათხილამურო შეჯიბრებებისთვის.

ამას გარდა, სოჭში მუშებს დამატებით თოვლი შეაქვთ ბულდოზერებით და ოლიმპიური ზომის ორას აუზსს ავსებენ იმისთვის რომ თოვლის მარაგი იყოს.

თებერვალში ჟურნალისტებს სოჭის მერმა ანატოლი პახომოვმა განუცხადა, რომ ოლიმპიადის შოუ გარანტირებული თოვლით ჩატარდება.

პახომოვმა განაცხადა რომ, ორგანიზატორებმა წინასწარ იცოდნენ მთაში ამინდის ცვალებადობის შესახებ, თუმცა აქ მომავალ წელს სათხილამურო შეჯიბრი ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

მაღლა მთებში, იქ სადაც „ როზა ხუტორი“ მდებარეობს, წვიმით შეწუხებული მოთხილამურეები მონაწილეობდნენ რუსულ ტრადიციულ ღონისძიებაში „მასლენიცა“ რომელიც დიდი მარხვის დაწყების წინ აღინიშნება. თუმცა ეს შეიძლებოდა აღექვათ როგორც კერპთაყვანისმცემლური ლოცვა თოვლისთვის.
XS
SM
MD
LG