ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსტრემალური სიცივე შეერთებულ შტატებში


ექსტრემალური სიცივე დასასრულს უახლოვდება

შეერთებულ შტატებში ექსტრემალური სიცივე დასასრულს უახლოვდება. ხუთშაბათისთვის რეკორდულად ცივი ტემპერატურა ნორმალურ ფარგლებს უნდა დაუბრუნდეს, ხოლო კვირის ბოლოს კი ჩრდილო-აღმოსავლეთში სინოპტიკოსები გაზაფხულის მსგავს ამინდს ვარაუდობენ.

ექსტრემალური სიცივის გამო ოთხი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 ათასი ფრენა გაუქმდა. ამინდთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა.

პოლარული ჰაერის მასების გადაადგილების შედეგად ჰაერის ცივმა მასებმა სამხრეთის შტატებამდეც კი მიაღწია. სამშაბათს ვაშინგტონში მინუს 10 ცელსიუსი ყინვა დაფიქსირდა, რაც უკანასკნელი 20 წლის განმალვობაში რეკორდული სიცივეა.
XS
SM
MD
LG