ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამი აგენტი თანამდებობას ტოვებს


აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თერთმეტიდან სამმა თანამშრომელმა, რომლებიც გარეულები იყვნენ კოლუმბიაში მეძავებთან დაკავშირებულ სკანდალში, დატოვეს თავიანთი თანამდებობები. საიდუმლო სამსახურის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოლ მორისეის განცხადებით, სამიდან ერთი აგენტი მაღალი თანამდებობის პირია. გამოძიება კვლავ გრძელდება. როგორც ბატონმა მორისეიმ დასძინა, გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზეა.
საიდუმლო სამსახურის 11 აგენტი, პრეზიდენტ ობამას ამერიკული ქვეყნების სამიტზე დასწრებამდე ცოტა ხნით ადრე გაგზავნეს კოლუმბიაში და ვიზიტის დასრულებამდე დააბრუნეს აშშ-ში. მაშინვე ისინი დროებით, ადმინისტრაციული შვებულებით დაითხოვეს სამსახურიდან.
XS
SM
MD
LG