ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლუმბიის სკანდალს კიდევ სამი თანამშრომელი ემსხვერპლა


პენტაგონის განცხადებით, ამ ფაქტთან კავშირი 10 სამხედრო პირსაც ჰქონდა.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის განცხადებით, კოლუმბიაში პრეზიდენტ ობამას დაცვის სამსახურის გახმაურებული სკანდალის გამო სამსახურიდან კიდევ სამი თანამშრომელი დაითხოვეს.

პარასკევს საიდუმლო სამსახურის დირექტორი მარკ სალივანი თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან შესახვედრად მივიდა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში პრეზიდენტ ობამას ჩასვლის წინა ღამით, საიდუმლო სამსახურის წევრებმა სასტუმროში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიიყვანეს. პენტაგონის განცხადებით, ამ ფაქტთან კავშირი 10 სამხედრო პირსაც ჰქონდა.

შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ მარტინ დემფსის განცხადებით, საიდუმლო სამსახურის ეს სკანდალური ფაქტი სამარცხვინო და უპასუხისმგებლო საქციელია.

XS
SM
MD
LG