ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი კოლუმბიაში


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა რომ ის ელოდება მკაცრი გამოძიების ჩატარებას, საიდუმლო სამსახურის აგენტების კოლუმბიაში ცუდი ყოფაქცევის გამო. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძალიან გაბრაზდება, თუკი ხმები მათი საქციელის შესახებ გამართლდება.

სკანდალი, რომელიც ამერიკის საიდუმლო სამსახურის აგენტების და მეძავების ურთიერთობას უკავშირდება, პრეზიდენტის ამერიკული ქვეყნების სამიტში მონაწილეობის დროს მოხდა. შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, საიდუმლო სამსახურის 11 აგენტი, რომლებიც სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გაგზავნეს კოლუმბიაში, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასრულებამდე დააბრუნეს და დროებით დაითხოვეს სამსახურიდან.

XS
SM
MD
LG