ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მესაზღვრეებმა მექსიკის მიმართულებით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს


ამერიკის საზღვრის დაცვის აგენტებმა მექსიკის მიმართულებით ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გაუშვეს მექსიკის მიმართულებით, საიდანაც დაახლოებით, 150 ადამიანის ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო ღობის გარღვევას და ქვეყანაში შემოსვლას ცდილობდა.

აშშ-ის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიგრანტების ნაწილი ღობეზე გადაძრომას, ნაწილი კი მის ქვეშ გაძვრომას ცდილობდა. სამართალდამცავების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ცრემლსადენი გაზი იმ ადამიანების მიმართულებით იქნა გაშვებული, რომლებმაც მესაზღვრეებს ქვები დაუშინეს და არა იმათ წინააღმდეგ, რომლებიც ღობის გარღვევას ცდილობდნენ.

არ ფიქსირდება საზღვრის დამცველი აგენტების მიერ ღობესთან მყოფ მიგრანტებზე, მათ შორის, ბავშვებზე, ქიმიური ნივთიერების გავლენა, "რომლის სამიზნეც მოშორებით მდგარი ქვების მსროლელები იყვნენ,” ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტის დროს მესაზღვრეებმა 25 ადამიანი დააკავეს, დანარჩენები კი უკან, მექსიკისკენ გაიქცნენ.

მიგრანტები, რომლებმაც სასაზღვრო ღობის გარღვევა სცადეს, ცენტრალური ამერიკიდან მომავალი ქარავანის წევრები არიან. ქარავანში დაახლოებით 7 000 ადამიანი შედის და ისინი ამჟამად ამერიკა-მექსიკის საზღვართან, ქალაქ ტიხუანაში არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG