ორშაბათს, 21 იანვარს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობის წინ ბარაკ ობამა სახალისოდ დადებს ფიცს და პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადის შესრულებას ოფიციალურად დაიწყებს. რა განწყობებია ამერიკაში ინაუგურაციის წინ? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მელონი არკვევდა.
2009 წლის იანვარში, პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას ვაშინგტონში დაახლოებით ორ მილიონ ნახევარი მოქალაქე ესწრებოდა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან ჩვენ შიშს იმედი ვარჩიეთ, ხოლო კონფლიქტს და უთანხმოებას კი ერთიანობა,“ - განაცხადა ოთხი წლის წინ ბარაკ ობამამ.
ოთხი წლის შემდეგ კი საზოგადოების განწყობა პოლიტიკურმა რეალობამ შეცვალა. ხელისუფლებაში არსებული უთანხმოებების გამო ბევრი ამომრჩეველი იმედგაცრუებულია.
მეორე ვადით არჩეული სხვა პრეზიდენტების მსგავსად ბარაკ ობამასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უამრავი სერიოზული გამოწვევა ელის, განსაკუთრებით კონგრესთან ურთიერთობის საკითხში. ამ მოსაზრებას ავითარებს ისტორიკოსი რიჩარდ ნორტონ სმიტი.
„ოთხი წლის შემდეგ პრეზიდენტების უმრავლესობა აცნობიერებს რომ ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება ადვილი არ არის. ოთხი წლის მანძილზე მათ უამრავი დაღი აჩნდებათ,“ - ამბობს სმიტი.
ეროვნული განწყობა წელს განსხვავებულია, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაცია ქვეყანას აძლევს ერთობის მიღწევის შანნს და ვაშინგტონში პარტიული უთანხმოების დროებით დასრულების შესაძლებლობას. მარვინ კრანცი კონგრესის ბიბლიოთეკაში საპრეზიდენტო ინაუგურაციების ისტორიებს უკვე მრავალი წელია იკვლევს.
„ეს არის ის, რაც ყოველ ოთხ წელიწადში ხდება, ომის თუ მშვიდობის მიუხედავად. ჩვენთან პრეზიდენტის ინაუგურაცია ყოველ ოთხ წელიწადში ტარდება. ეს რეგულარული ღონისძიებაა და მე ამას ამერიკის სამოქალაქო რელიგიას ვუწოდებდი,“ - ამბობს კრანცი.
ინაუგურაციის ცერემონიაზე მთავარი ყურადღება ბარაკ ობამას სიტყვას დაეთმობა. სწორედ საინაგურაციო გამოსვლა ხდება ის, რითაც პრეზიდენტების ისტორია აღინიშნება.
1933 წელს ფრანკლინ რუზველტის პირველი საინაუგურაციო მიმართვა „დიდი დეპრესიის“ პიკს დაემთხვა.
„ნება მიბოძეთ მტკიცედ გამოვთქვა ჩემი რწმენა, რომ ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია,“ - განაცხადა ფრანკლინ რუზველტმა.
საკმაოდ შთამბეჭდავი იყო 1961 წელს პრეზიდენტ კენედის საინაგურაციო სიტყვა, როდესაც მან საჯარო სამსახურებში მომუშავე ამერიკელებს მიმართა.
„ამდენად, ჩემო მეგობრებო, ის კი არ იკითხოთ, თუ რა უნდა მოგცეთ თქვენმა ქვეყანამ, იკითხეთ ის, თქვენ რისი მიცემა შეგიძლიათ ქვეყნისთვის,“ - განაცხადა კენედიმ.
რესპუბლიკელი ანალიტიკოსი სკოტ ფოლკნერი ამბობს, რომ პრეზიდენტი ობამა თავისი საინაგურაციო სიტყვის დროს აუცილებლად დაფიქრდება ისტორიაში საკუთარ ადგილზე.
„ობამა მემკვიდროებაზე ფიქრობს. ის აღარ ფიქრობს ხელახალ არჩევაზე. მას წინ ელოდება ერისადმი მიმართვა, სადაც დეტალური საკანონმდებლო დღის წესრიგი უნდა წარმოადგინოს. ამდენად, ვფიქრობ, რომ მისი ინაუგურაცია ერთერთი ისტორიული იქნება,“ - ამბობს ფოლკნერი.
შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ინაუგურაციის რიტუალის შესახებ ბევრი არაფერია ნათქვამი, იმის გარდა, რომ პრეზიდენტს მოეთხოება ფიცის დადება, ვიდრე „სინდისიერად შეუდგება მოვალეობის განხორციელებას,“ რათა „დაიცვას, შეასრულოს და შეინარჩუნოს კონსტიტუცია.“
რაც შეეხება თანამდევ რიტუალებს, როგორიცაა საინაუგურაციო სიტყვა, აღლუმი და ოფიციალური წვეულებები, ყველა ეს ნიშანი ისტორიის მანძილზე გამყარებულ ტრადიციას წარმოადგენს.