რონალდ რეიგანს ამერიკელების მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ამერიკელების ერთ-ერთ უსაყვარლეს პრეზიდენტადაა მიჩნეული.
რონალდ რეიგანი პრეზიდენტად 1980 წლის ნოემბერში აირჩიეს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ამერიკელების უკმაყოფილება დემოკრატი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის მიმართ დღითიდღე ღრმავდებოდა. მოსახლეობა პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური მდგომარეობის და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, ირანში 52 ამერიკელი იყო დატყვევებული, რომელთა გათავისუფლებაც თითქმის წელიწად ნახევარი ვერ მოხერხდა. ამერიკელები ამ შემემთხვევასაც პრეზიდენტი კარტერის სისუსტეს აბრალებდნენ.
1979 წელს, მუსლიმმა ექსტრემისტებმა ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ამერიკის საელჩოში მომუშავე პერსონალი ტყვედ აიყვანა. პრეზიდენტმა კარტერმა ამერიკელებს კრიზისის განმავლობაში მხარდაჭერა სთხოვა, მაგრამ ისე გავიდა თითქმის ერთი წელი, რომ მძევლების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ირანელები მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდნენ, ხოლო სამაშველო ოპერაცია კი წარუმატებლად დასრულდა, ყოველივე ამან პერზიდენტი კარტერი უკიდურესად სუსტ ფიგურად წარმოაჩინა.
საპრეზიდენტო ნომინაციაზე პრეტენდენტობა დემოკრატმა სენატორმა მასაჩუსეტიდან ტედ კენედიმ გამოაცხადა. ამერიკის საარჩევნო ისტორიაში იშვიათია შემთხვევები, როცა პრეზიდენტს, რომელიც მეორე ვადაზე იყრის კენჭს საკუთარი პარტიის წარმომადგენლების გამოწვევას უცხადებენ. საბოლოო ჯამში დემოკრტაიული პარტიის ყრილობაზე პარტიის კანდიდატად მაინც ჯიმი კარტერი დასახელდა.
რესპუბლიკური პარტია დემოკრტატებისგან განსხვავებით გაერთიანებული იყო და კანდიდატად რონალდ რეიგანი ჰყავდათ არჩეული. რეიგანი წარსულში ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნნიის გუბერნატორი იყო. ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად მან ჯორჯ ბუში უფროსი აირჩია. ბუში გამოცდილი პოლიტიკოსი იყო - მან პოლიტიკური კარიერა კონგრესში დაიწყო, ხოლო შემდეგ კი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტი ეკავა. ის ასევე იყო ამერიკის ელჩი ჩინეთში და გაეროში.
ირანის მძევლების კრიზისისა და შიდა პოლიტიკური ვითარების გამო ამერიკელების ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ შეერთებული შტატები ძალას კარგავდა და სუსტ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. რეიგანი ამერიკელებს ქვეყნის ღირსებისა და სიძლიერის აღდგენას დაჰპირდა.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, კარტერი დაბნეული და გაბრაზებული, ხოლო რეიგანი კი წყნარი და თვითდაჯერებული ჩანდა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სიტყვით გამოსვლისას, მან ერთი ფრაზა, თქვა, რომელის ციტირებაც ამერიკულ არჩევნებზე საუბრისას ხშირად ხდება:
„მომალი სამშაბათი არჩევნების დღეა. ერთ კვირაში თითოეული თქვენგანი საარჩევნო უბნებზე მივა და გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩემი აზრით, სანამ ამ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: დღეს უკეთესი ცხოვრება გაქვთ, ვიდრე 4 წლის წინ გქონდათ? დღეს უფრო გიადვილდებათ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვა, ვიდრე 4 წლის წინ, დღეს უფრო მეტი სამუშაო ადგილებია ქვეყანაში, თუ 4 წლის წინ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არის - კი - მაშინ მომდევნო ოთხი წელის იგივე ცხოვრება გავარგძელოთ. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ უკანასკნელი 4 წლის კურსი არ მოგწონთ და ის უნდა შეიცვალოს, მაშინ მე მეორე კანდიდატისთვის გირჩევთ ხმის მიცემას.“
1980 წლის არჩევნებში რეიგანმა დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა. რეიგანი ამერიკის მე-40-ე პრეზიდენტი იყო. 69 წლის ასაკში ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდა.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 1981 წლის 20 იანვარს იყო. ქვეყნის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მან ახალი ადმინისტრაციის ამოცანები ჩამოაყალიბა. რეიგანმა პირობა დადო, რომ ფედერალური მთავრობის ზომას, გადასახადებს და უმუშევრობის დონეს შეამცირებდა.
ინაუგურაციის დღეს ირანელებმა, 444 დღიანი ტყვეობის შემდეგ ამერიკელი მძევლები გაათავისუფლეს.
ინაუგურაციიდან 2 თვეში პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმა განხორციელდა. სასტუმრო ვაშინგტონიდან გამოსვლის დროს - სადაც პრეზიდენტი ღონისძიებას ესწერებოდა - მას ჯონ ჰიკლიმ ესროლა.
პრეზიდენტი მძიმედ დაიჭრა. ტყვია მის მარცხენა ფილტვში, გულთან ძალიან ახლოს გაჩერდა. საავადმყოფოში მიყვანილმა პრეზიდენტმა, რომელიც დიდი რაოდენობით სისხლს კარგავდა, ქირურგებს ხუმრობით უთხრა - „იმედია ყველანი რესპუბლიკელები ხართო.“
თავდამსხმელი დღესაც ფსიქიარტიულ საავადმყოფოში იყმყოფება. მისი თქმით, ის პრეზიდენტს თავს იმიტომ დაესხა, რომ მსახიობ ჯული ფოსტერზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა.