21 იანვარს ბარაკ ობამა საპრეზიდენტო ფიცს მეორედ დადებს. კონსტიტუციის მიხედვით ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს, თუმცა, ხალხის წინაშე ფიცის დადების ცერემონია 21 იანვარს შედგება. პრეზიდენტების ინაუგურაცია ტრადიციული აქტია და ის სიმბოლიზმით არის დატვირთული. ინაუგურაცია ამერიკული პოლიტიკური სისტემის სიძლიერის და მისი უწყვეტობის მანიშნებელია. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფრი იანგი არკვევდა.
20 იანვარს დღის 12 საათზე, პრეზიდენტი ობამა თავის მეორე ვადას ოფიციალურად შეუდგება. ინაუგურაცის ტრადიცია შეერთებულ შტატებში 1789 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ქვეყანამ პირველ პრეზიდენტად ჯორჯ ვაშინგტონი აირჩია.
ცერემონია ამერიკაში პრეზიდენტის ინსტიტუტის სიძლიერეს და მუდმივობას ასახავს. როგორც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი მარკ რომი ამბობს, ამას ამერიკელი ხალხისთვის უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„ეს არის მომენტი, როდესაც ერთი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ტოვებს თანამდებობას და მეორე, ასევე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იკავებს მის ადგილს და ეს ტრანზიცია არის მშვიდობიანი და საზეიმო,“ - ამბობს მარკ რომი.
როდესაც ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას იწყებს, ინაუგურაციის დღეს, ის ჯერ დილით თეთრ სახლში თავის წინამორბედს ხვდება, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმში ფიცის დადების ცერემონიალზე ერთად მიდიან.
იქ მათ კონგრესის წევრები, უზენაესი მოსამართლეები და წარმავალი ადმინისტრაციის ჩინოსნები ელოდებიან. მათ შორის არიან ის პირებიც, ვინც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობას შეინარჩუნებს.
ფიცის დადება დღის 12 საათზე ხდება. ცერემონიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მისი ყოფნა ცერემონიაზე სიმბოლური ფაქტია, ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ბენ გინსბერგი.
„ამით ნათქვამია, რომ ახალი პიროვნება, რომელიც თანამდებობას იკავებს შესაბამისობაშია შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან და კანონებთან, კონსტიტუციის მამების სიბრძნესა და იმედებთან,“ - ამბობს გინსბერგი.
ამერიკის ახალ პრეზიდენტს 21 სალუტით მიაგებენ პატივს. ახალი ლიდერი საინაგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.
„დღეს, მე ვაცხადებ, რომ ამერიკის წინაშე არსებული გამოწვევები რეალურია. ეს გამოწვევები ბევრია და სერიოზული.“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ოთხი წლის წინ.
„მთელი მსოფლიოს და მთელი ჩვენი ქვეყნის ყურადღება მასზე იქნება მიპყრობილი, რათა ნახონ თუ როგორ გაუძღვება ის საქმეს,“ - ამბობს მარკ რომი.
ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტი თეთრ სახლში მიემართება, სადაც მასშტაბური საინაგურაციო აღლუმი ეწყობა, სადაც მთელი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები მონაწილეობენ.
იმავე საღამოს პრეზიდენტი მის საპატივცემულოდ გამართულ ერთ ან რამდენიმე წვეულებაში იღებს მონაწილეობას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ თანამდებობად არის მიჩნეული. თუმცა, პრეზიდენტის წინაშე არსებული პრობლემები ინაუგურაციის მეორე დღესვე იჩენს ხოლმე თავს.