ვაშინგტონი თეირანზე და ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით სანქციებს აწესებს. 15 აგვისტოს, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა ჰუთებისა და ლიბანში ბაზირებული "ჰეზბოლას" სავაჭრო ქსლების წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების პაკეტი აამოქმედა.
„დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ერთგულებას შეაფერხოს ირანის დაფინანსების ძირითადი წყარო, მისი რეგიონალური ტერორისტული მარიონეტებისთვის, როგორიც არის ლიბანის "ჰეზბოლა" და ჰუთები“,- წერია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სანქიების ახალი პაკეტი შეეხება ინდივიდუალურ პირებს, კომპანიებსა და გემებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ჰუთების დახმარებით, იარანის საქონლის, მათ შორის საწვავის გადაზიდვაში იემენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჰუთი საიდ ალ-ჯამალის ქსელიდან მიღებული შემოსავალი წითელ ზღვაში გადამზიდავ გემებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ხმარდება.
ბოლო თვეების განმავლობაში წითელ ზღვაში ჰუთების მიერ საერთაშორიო გემებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, რამაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძის შეჩერება გამოიწვია.
„ჩვენი გზავნილი ნათელია: ისინი, ვინც ამ ჯგუფების დესტაბილიზაციის აქტივობების დაფინანსებას ცდილობენ, მათი პასუხისმგებლობა დადგება“,- წერია განცხადებაში, რომელიც 15 აგვისტოს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გაავრცელა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამოქმედებული ახალი სანქციები ამერიკაში სანქცირებულ კომპანიების და ფიზიკური პირების ფინანსურ რესურსებს გაყინავს. მათთან კავშირში მყოფი პირები და კომპანიები კი შესაძლო სანქციების რისკიშ ქვეშ დგებიან.
ამერიკის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს სანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან კავშირების დამყარება ეკრძალებათ.