იემენის სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის დროს სავაჭრო გემი დაზიანდა, იტყობინება გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტო.
ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი, ამერიკის კუთვნილი გემი ხომალდმა გააჩერა, რომელმაც თავი "იემენის საზღვაო ძალად" გამოაცხადა და კურსის შეცვლა უბრძანა.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაზიანებულ გემთან ახლოს ინდოეთის საზღვაო ძალების გემი იმყოფებოდა და ბოლო ინფორმაციით, “მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო ოპერაციები“. ამავე ცნობით, ეკიპაჟის ნაწილი სამაშველო ნავებში გადაიყვანეს.
ინციდენტი სამხრეთ იემენში, ადენის პორტიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 57 საზღვაო მილში მოხდა.
იემენში “ჰუთი” მებრძოლები ნოემბრის შემდეგ დრონებით, რაკეტებითა და გემებით თავს ესხმიან წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებს. მათ განცხადებით, “ჰუთები” ამ ოპერაციებს ღაზაში პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად აწარმოებენ.