ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: წითელი ზღვის დაცვის კოალიციას 20-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა


შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა 21 დეკემბერს განაცხადა, რომ წითელი ზღვის დასაცავად წამოწყებულ ამერიკულ ინიციატივას უკვე 20-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ეს ქვეყნები წითელ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოდ მიმოსვლას უზრუნველყოფენ და მათ იემენში მოქმედი ჰუთი მებრძოლებისგან დაიცავენ.

ოპერაციაში მონაწილე ქვეყნებიდან, რვამ არ ისურვა თანამშრომლობის საჯაროდ დასახელება. ისრაელ-"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის და არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამო, ქვეყნების ნაწილი ამჯობინებს სამხედრო ოპერაციაში საიდუმლოდ დარჩეს.

"20-ზე მექტი ქვეყანა მზადაა, რომ [პროგრამაში] მონაწილოება მიიღოს"- განაცხადა ამერიკელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამი დღის წინ დაიწყო წთელი ზღვის დაცვის ოპერაცია. იემენის უდიდეს ნაწილზე კონტროლის მქონე და ირანის მიერ დაფინანსებული ჰუთი მებრძოლები ნოემბრიდან მოყოლებული ესხმიან თავს სავაჭრო გემებს წითელ ზღვაში.

ჰუთები ამბობენ, რომ ესაა მათი პასუხი ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ დაწყებულ ომზე. ჰუთები ასევე ამტკიცებენ, რომ მიზანში მხოლოდ ისრაელის, ან ისრაელისკენ მიმავალი გემები ჰყავთ ამოღებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ოპერაციაში მონაწილე ქვეყნები სხვადასხვა ფორმით იქნებიან ჩართულები. როგორც გენერალი რაიდერი ამბობს, "ზოგ შემთხვევაში ეს მოიცავს გემებს. ზოგ შემთხვევაში კი ადამიანური რესურსები და სხვა ტიპის მხარდაჭერა იქნება".

XS
SM
MD
LG