„ჰამასის“ წინააღმდეგ ომის მესამე თვეს ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრს მიაგნო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მიმდინარე ომზე, რადგან ამ ცენტრში ხდებოდა საბრძოლო მასალისა და იარაღების შენახვა, ასევე აქ იყო განთავსებული საკომუნიკაციო ცენტრი.
ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ ცენტრთან დაკავშირებულია გვირაბები, რომელიც ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილს უკავშირდება. ამ გვირაბების განადგურება კი ისრაელს მისცემს საშუალებას „ჰამასის“ ფუნქციონირება კიდევ უფრო გაართულოს.
ბრძოლის ველზე ამ მთავარი სიახლის გავრცელების პარალელურად ისრაელზე სულ უფრო და ფურო იზრდება ზეწოლა შეაჩეროს, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ღაზის სექტორში, რომელსაც უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება. პარალელურად „ჰამასის“ ლიდერი ეგიპტეში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს, შეთანხმებაზე რომლის შედეგიც მათ მიერ დატყვევებული მძევლები უნდა გათავისუფლდეს. საუბარია ასზე მტ ადამიანზე, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანეს. კვირების წინ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა და მძევლების ნაწილის გათავისუფლება მოხდა.
7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა სულ 240 მძევალი, მათ შორის ქალები და ბავშვები აიყვანეს. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ომი ორ ფაზად იმართება, პირველი ფაზა საჰაერო იერიშები იყო, მოგვიანებით ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.
ჩრდილოეთ ღაზის დიდი ნაწილი განადგურებულია, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ ომის პირობებში 20 000 პალესტინელი დაიღუპა, 1.9 მილიონი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულია.
Facebook Forum