ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელები ახალი კალენდრით შობის პირველად აღსანიშნად ემზადებიან


უკრაინული ეკლესია შობის აღსანიშნად ემზადება. თუმცა, შობას წელს ისინი 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ეს უკრიანული ეკლესიის მორიგი ნაბიჯია, სრულად ჩამოშორდეს რუსულ ეკლესიას და აღარაფერი ჰქონდეს მასთან საერთო.

მართლმადიდებლური ეკლესიების უმეტესობა შობას 7 იანვარს აღნიშნავს, რაც იულიუსის კალენდრის მიხედვით გამოითვლება. თუმცა, დასავლური ქრისტიანული ეკლესიების უმეტესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს.

ვინაიდან რუსული ეკლესიაც იულიუსის კალენდრით აღნიშნავს ქრისტეს შობის დღესასწაულს, უკრაინის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უკრაინელი მრევლი შობის საზეიმო მსახურებები ამიერიდან 25 დეკემბერს ჩატარდება. ეს ასეც ხდებოდა უკრაინის კათოლიკე მოსახლეობის შემთხვევაში, ცვლილება მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შეეხებათ, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ.

"ყველაფერი, რაც რუსეთთან იყო დაკავშირებული და ყველაფერი, რასაც რუსეთი ჩვენსავით აკეთებდა, ხალხში ზიზღს იზვევს",- განაცხადა მიხაილო ომელიანმა, ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მღვდელმა, რომელიც კიევში მსახურობს.

უკრაინა ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ამიტომ ქვეყანას სურს, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს თავის ევროპულ ფესვებს. მათ შორის შობის 25 დეკემბრის აღნიშვნასაც, ვინაიდან ევროპული ქვეყნების დიდი უმეტესობა, სწორედ ამ დღეს ზეიმობს ქრისტეს შობას.

"აღმოჩნდა, რომ უკრაინელები შობას 25 დეკემებრს აღნიშნავდნენ, ზუსტად ისე, როგორც ევროპელები",- ამბობს ტეტიანა, უკრაინის ერთ-ერთი ეკლესიის სამრევლოდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG