უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ ომი "ჩიხში" არ შესულა.
ეს განმარტება გენერალმა ზალუჟნიმ ორშაბათს, იმ კომენტარის შემდეგ გააკეთა, რომელიც გასულ თვეში საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა და არაერთი გამოხმაურებაც გამოიწვია. იმ ინტერვიუში გენერალი ამბობდა, რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა და ის ახლა სტატიკურ ფაზაშია, რომლის დროსაც ბრძოლა გამომფიტავია. მან ეს ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ვითარებასაც შეადარა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მოგვიანებით, მსგავსი შეფასებები უარყო და თქვა, რომ ომი გენერლის მიერ აღწერილ ეტაპზე არ იყო.
ორშაბათს გენერალ ზალუჟნის პირდაპირ ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ომი ჩიხში შევიდა, მან უპასუხა: "არა". ამის შესახებ მედიასაშუალლება RBC იუწყება. ამასთან, გენერალმა არ გააკეთა კომენტარი იმის შესახებაც, აპირებს თუ არა უკრაინა, ზამთრის განმავლობაში, კონტრიერიშული ოპერაციების ჩტარებას. "ეს ომია, არ შემიძლია გითხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ. ამ შემთხვევააში ეს შოუ იქნება და არა - ომი", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
წელს, ზაფხულში უკრაინის კონტრშეტევას, რომლის მიმართაც დასავლეთში მნიშვნელოვანი მოლოდინი არსებოობდა, გარდამტეხი წარმატება არ მოუტანია. გამოცემა "როიტერის" ჟურნალისტები წერენ, რომ ზოგიერთი მაღალი რანგის სამხედრო ოფიციალური პირის ცნობით, ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე იარაღისა და ამუნიციის ნაკლებობა აქვთ და ამის გამო, ზოგიერთი სამხედრო ოპერაციის მასშტაბის შემცირება ან უკან დახევვაც კი უწევთ.