შეერთებული შტატების კონგრესს 16 დღე რჩება იმისთვის, რომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს. მთავრობის სამდღიანი ნაწილობრივი დახურვის შემდეგ, დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
კანონპროექტს ორშაბათს ჯერ სენატში უყარეს კენჭი და დაამტკიცეს. მოგვიანებით, მან წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლა და ხმის უმრავლესობით უმტკივნეულოდ გავიდა.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა, ამერიკის მთავრობის მუშაობა მთელი დატვირთვით, მაგრამ შეზღუდული ვადით განახლდა.
Facebook Forum