შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა დაფინანსება გააგრძელოს და ამით ფედერალური მთავრობის სამდღიანი ნაწილობრივი დახურვა დასრულოს.
დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს დროებით პროექტს, რომელიც მთავრობას 8 თებერვლის ჩათვლით დააფინანსებს. სანაცვლოდ, დემოკრატები რესპუბლიკელებისგან უსაბუთო იმიგრანტებზე, ეგრეთწოდებულ, "მეოცნებეებზე" ახალ ინიციატივას ელიან.
"მთავრობა რამდენიმე საათში განაახლებს მუშაობას, წინ ბევრი საქმეა", განაცხადა დემოკრატი სენატორების ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატას გაეგზავნება, სადაც მას კონგრესის წევრები უყრიან კენჭს. წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტი პალატას დიდი წინააღმდეგობის გარეშე გაივლის და სენატთან საბოლოო ტექსტის შეთანხმების შემდეგ, ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნება.
ბოლოს, ამერიკის მთავრობის ნაწილობრივი დახურვა 2013 წელს მოხდა და ის 16 დღე გაგრძელდა. მაშინ კანონმდებლები ჯანდაცვის პოლიტიკაზე ვერ თანხმდებოდნენ.
Facebook Forum