ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი და ბრიუსელი მინსკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავენ


ამერიკის საგანგებო დესპანი ბელარუსში, აცხადებს რომ აშშ და ევროკავშირი ბელარუსს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ ევროკავშირის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გამო.

22 ნოემბერს, ჯული ფიშერმა ვილსონის ცენტრის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ავტორიტარ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ეკისრება სრული პასუხისმგებლობა“ კრიზისზე, რომელმაც ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტები, ევროკავშირის და ბელარუსის საზღვარს შორის მოამწყვდია. დიპლომატმა თქვა, რომ ლუკაშენკოს საქციელის შესაცვლელად მოქმედებაა საჭირო.

„შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ნათლად აჩვენეს, რომ მეტი სანქციების წნეხი მალე დაიწყება“, თქვა ჯული ფიშერმა.

ევროკავშირში, ოფიციალური პირების თანახმად, მოელიან რომ ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეხუთე რაუნდის შესახებ 2 დეკემბერს განაცხადებენ. სანქციების სამიზნე დაახლოებით 30 პირი და იურიდიული სუბიექტი იქნება.

ფიშერს არ დაუკონკრეტებია როდის გახდება ცნობილი, ამერიკული სანქციების შესახებ.

22 ნოემბერს, ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკს კონფრონტაცია არ სურს. „ჩვენ კონფრონტაცია არ გვსურს... რადგან გვესმის, რომ თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია“, - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ იუწყება, ბელარუსი 22 ნოემბერს 118 მიგრანტმა დატოვა და 23 ნოემბერს კიდევ უფრო მეტი გაემგზავრება. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ არცერთ მიგრანტს ბელარუსში თავშესაფარი არ უთხოვია.

ბელარუსში ჩასული მიგრანტების უმრავლესობა კონფლიქტებში ჩაძირული ქვეყნებიდანაა, როგორიცაა სირია, ერაყი და ავღანეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG