ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი შვიდეული მოუწოდებს ბელარუსს დაასრულოს მიგრანტების კრიზისი


დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა დაგმეს ის, რასაც მათვე უწოდეს ბელარუსის მთავრობის "ორკესტრირება საზღვარზე არარეგულარული მიგრაციისა". ამის ფონზე, ბელარუსის მეზობელმა პოლონეთმა, განაცხადა, რომ კიდევ დაფიქსირდა უკანონო საზღვრის კვეთის შემთხვევები.

"ჩვენ მოვუწოდებთ რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მისი აგრესიული კამპანია, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაცვალების და ტანჯვის შემთხვევები", - ნათქვამია საერთო განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ევროპული ქვეყნები ბელარუსს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს ათასობით მიგრანტის უკანონო საზღვრის კვეთის წახალისებასა და დახმარებაში სდებენ ბრალს. ეს ბელარუსის პასუხად აღიქმება მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების დარბევისა და დაპატიმრებისთვის, ბელარუსს ევროკავშირმა მწვავე სანქციები დაადო. თუმცა, ლუკაშენკოს რეჟიმი ბრალდებებს უარყოფს.

დიდი შვიდეულის წევრები ამბობენ, რომ ბელარუსი ცდილობს, მიგრაციით გამოწვეული კრიზისის ფონზე ყურადღება გადაიტანოს იმ ძალადობრივი დანაშაულებებისგან, რაც ლუკაშენკოს რეჟიმმა ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG