აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე, უოლი ადეემო, ამ თვეში, ევროპასა და იაპონიაში გაემგზავრება, სადაც კოორდინაციას გაუწევს პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღდეგ სანქციების აღსრულებას და ახალ ზომებს, რომელიც სამიზნეში იღებს ფინანსურ ინსტიტუტებს. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბრისას, ხაზინის დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა.
16-23 იანვარს, ადეემო ჩავა რომში, ბერლინში, ფრანკფურტსა და ტოკიოში, სადაც ის შეხვდება დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლებს, ასევე კერძო სექტორს, მათ შორის, ფინანსურ ინსტიტუტებს, აკადემიკოსებს და ინდუსტრიის სხვა ლიდერებს, რათა რუსეთი წინააღმდეგ, სანქციების ახალი პაკეტი განიხილოს.
გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ვაშინგტონი ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს.
ბრძანება ვაშინგტონს ასევე მისცემს შესაძლებლობას, გააფართოოს გარკვეული რუსული საქონლის იმპორტის აკრძალვები, როგორიცაა ზღვის პროდუქტები და ბრილიანტები.
ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ ბანკებს, რუს ოლიგარქებს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სანქციები დაუწესეს. შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას და მოსკოვის მიერ, სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს.
შეერთებულმა შტატებმა, სანქციების გვერდის ავლის საშიშროებების შესახებ, კომპანიები არაერთხელ გააფრთხილა და არაბთა გაერთიანებული საამიროების, თურქეთისა და ჩინეთის ბიზნესწარმომადგენლებს, შესაბამის ზომების ამოქმედების შესაძლებლობის შესახებ აცნობა.
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ამ ბიზნესჯგუფების არმომადგენლებს აფრთხილებენ, რომ მათ შეიძლება დაკარგონ წვდომა დიდი შვიდეულის ბაზრებზე, თუ ისინი აწარმოებენ ბიზნესს აშშ-ის სანქციებს დაქვემდებარებულ სუბიექტებთან.
Facebook Forum