ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პასუხი - ქ. ჩენგდუში ამერიკის საკონსულო დაიხურა


ჩინეთი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჩენგდუში ამერიკის ყოფილ საკონსულოს თავად აკონტროლებს. ეს პეკინის საპასუხო ნაბიჯია შეერთებული შტატების მიერ ვასულ კვირას ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო დახურვაზე.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულოს კარი ადგილობრივი დროით, დილის 10 საათზე დაიხურა. რამდენიმე წუთის შემდეგ მას მერე, რაც შენობაზე ამერიკის დროშა დაეშვა და ჩინეთის ხელისუფლების წევრები შენობის გადასაბარებლად შევიდნენ.

ამერიკის საელჩომ ჩენგდუს საკონსულოს წარმომადგენლებს "ტვიტერზე" ვიდეო მიუძღვნა. "სამუდამოდ მოგვენატრებით", - ამბობენ დიპლომატები კოლეგების გაცილებისას.

დახურვამდე საკონსულოს ირგვლივ გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები. რამდენიმე სატვირთო მანქანა შენობის ტერიტორიზე შედიოდა, პოლიციის უნიფორმიანი და უფორმო თანამშრომლები კი ქუჩის ორივე მხარეს აკონტროლებდნენ. ქუჩა მეტალის ბარიერებითაც იყო გადაკეტილი.

ჩინეთის ხელისუფლება საკონსულოს ზოგიერთ თანამშრომელს "მათ იდენტობასთან შეუსაბამო ქმედებაში" ადანაშაულებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი კი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებებით, ისინი ჩინეთის საქმეებში ერეოდნენ და მისი უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებდნენ. თუმცა დეტალებზე მას აღარ უსაუბრია.

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა ქ. ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვა სთხოვა. ამის მიზეზად ვაშინგტონმა „ამერიკული ინტელექტუალური საკუთრებისა და ამერიკელების კერძო ინფორმაციის დაცვა“ დაასახელა. ჩინეთმა ამერიკის მოქმედება „პოლიტიკურ პროვოკაციად“ შეაფასა და თქვა, რომ „ლეგიტუმურ და აუცილებელ“ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა. საკონსულოების დახურვის საკითხი დამატებით ამწვავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ რთულ ურთიერთობებს, იქნება ეს სავაჭრო საკითხები თუ ადამიანის უფლებები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG