ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი 200-მილიარდიან ტარიფებზე პასუხისთვის ემზადება


ჩინეთის ტელე-რეპორტაჟი სავაჭრო ტარიფების შესახებ
ჩინეთის ტელე-რეპორტაჟი სავაჭრო ტარიფების შესახებ

ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მას საპასუხო სავაჭრო ზომების გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 200 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩინეთის საქონელს 10-პროცენტიანი სავაჭრო ტარიფები დაუწესდა.

ამ ნაბიჯით მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, “კანონიერი უფლებების და ინტერესების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის საერთაშორისო წესრიგის დასაცავად, ჩინეთს სამაგიეროს გადახდის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება”.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა ზომებს მიიღებს ოფიციალური პეკინი. თუმცა, რამდენიმე ხნით ადრე, ჩინეთი საპასუხო ამერიკული სავაჭრო საქონლის ნუსხის შედგენით დაიმუქრა, რომელზეც ტარიფებს გაზრდიდა. მათ შორის ბევრი პროდუქტი სახელდებოდა, თვითმფრინავებით დაწყებული, გათხიერებული ბუნებრივი აირით დამთავრებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG