ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სავაჭრო ტარიფები ჩინეთში ამერიკულ ბიზნესებს ვნებს


ახალი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკული ბიზნესები, რომლებიც საქმიანობას ჩინეთში აწარმოებენ, უკვე გრძნობენ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების უარყოფით შედეგებს. გამოკითხვა ერთობლივად ჩაატარა ამერიკულმა და ჩინურმა სავაჭრო ორგანიზაციებმა.

ამერიკული ბიზნესები, რომლებიც ჩინეთში მუშაობენ, ჯერ კიდევ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გართულებამდე აცხადებდნენ, რომ ახალი სავაჭრო ტარიფები მათ დააზარალებდა. ახალი გამოკითხვა ადასტურებს, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა თანდათან ეცემა.

ამ ეტაპზე ამერიკამ ჩინეთზე მხოლოდ საწყისი, 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო ტარიფები დააწესა. ეს მონაცემი, ტარიფების მეორე რაუნდის პერიოდში, სულ ცოტა 75 პროცენტით გაიზრდება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ მალე 200 მილიარდი დოლარის ოდენობის ტარიფებს დააწესებს. თეთრი სახლის განცხადებით, თუ საჭირო იქნა, ეს რიცხვი შესაძლოა 267 მილიარდამდეც კი გაზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG