ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი: ევროპა მზადაა ტარიფებზე სასაუბროდ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროპის კავშირი მზადაა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ლითონის და ალუმინის ექსპორტის ტარიფებზე სასაუბროდ.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა. მზად ვართ ვისაუბროთ ვაჭრობის ბარიერების ორმხრივ შემცირებაზე”, უთხრა მერკელმა ჟურნალისტებს.

ამა წლის მარტში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში იმპორტირებულ ლითონზე 25 და ალუმინზე 10 პროცენტის ოდენობის ტარიფები წესდება. ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების, ეგრეთწოდებულ “ნაფტას” თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკების პერიოდში, გამონაკლისის სახით, ახალი ტარიფებისგან თავისუფლდება მხოლოდ კანადა და მექსიკა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დანარჩენ ქვეყნებსაც შეუძლიათ მიმართონ ვაშინგტონს, გამონაკლისთა სიაში მოხვედრის უფლების მოსაპოვებლად.

ევროკავშირი არ ეთანხმება ტრამპის არგუმენტს, რომ ტარიფების დაწესება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG