დღეს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიურ საქონელზე 25 პროცენტიან ტარიფს დააწესებს, რაც მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დავას გაამწვავებს.
ტრამპი ასრულებს მის მიერ დადებულ პირობას, რომ მიხედავს, როგორც თვითონ მიაჩნია, ჩინეთის მხრიდან უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას და „ინდუსტრიულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების შემცველ“საქონელზე ტარიფებს აწესებს.
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა თქვა: „ეს ტარიფები ძირითადი აუცილებლობაა იმისთვის, რომ მომავალში, ამერიკული ტექნოლოგიის და ინტელექტუალური საკუთრების ჩინეთისთვის უსამართლო გადაცემა აღიკვეთოს, რაც ამერიკულ სამუშაო ადგილებს დაიცავს.“
Facebook Forum