გუშინ გვიან ღამით ჩინეთმა ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობის ახალი ტარიფები დააწესა. დამატებითი 25 %-იანი ტარიფი 16 მილიარდის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე 23 აგვისტოდან ამოქმედდება. სწორედ ამ დროს უნდა შევიდეს ძალაში ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები.
მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკურ ლიდერ-სახელმწიფოს შორის "სავაჭრო ომი" დაახლოებით 6 ივლისის შემდეგ დაიწყო, როდესაც ვაშინგტონმა ოფიციალურად დაუწესა 25 %-იანი ტარიფი 800-ზე მეტ ჩინურ პროდუქტს - 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ნაწარმს.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს არ აქვს "პატიოსანი" სავაჭრო პრაქტიკა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მსგავსი სანქციები დაუწესდება დამატებით, 200 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას.
Facebook Forum