ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მედია სატარიფო ომზე წერს


ჩინეთის სახელმწიფო მედია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალ სატარიფო პოლიტიკას სხვადასხვაგვარად ეხმაურება. პეკინი გმობს ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს და ამავე დროს ცდილობს ბაზარზე არსებული სიტუაცია დაარეგულიროს და კერძო მწარმოებლები დაამშვიდოს.

"კომუნისტური პარტიის" ყოველდღიური გამოცემა წერს, რომ ტარიფების გაზრდა და შემდეგ მოლაპარაკების შეთავაზება არ არის მართებული და რომ ამით ამერიკა ჩინეთის შევიწროვებას ცდილობს. გამოქვეყნებული მასალის თანახმად, "ჩინეთი მოახერხებს ამერიკის სავაჭრო შანტაჟის დაძლევას და მას არ დანებდება".

ამავე დროს ქვეყნდება მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ძნელია პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება "ტარიფების ომი" და რა მასშტაბებს მიაღწევს ის. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ამას ძალიან დიდი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბევრ ჩინურ კომპანიაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG